თქვენ იმყოფებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორამციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის პროგრამის ვებ-გვერდზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივში შემოსული განცხადებების შესახებ, კერძოდ: განცხადების შინაარსი, განცხადების განხილვის ეტაპი, განცხადების განხილვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, განცხადების განხილვის შედეგად მომზადებული დოკუმენტები: ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტის ასლი.

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ მარცხენა ვერტიკალურ მენიუში განთავსებული საძიებო პანელით.

ძებნა შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმით:

  • რეგისტრირებული განცხადების 12-ნიშნა ნომრით
  • განმცხადებლის სახელით, გვარით ან დასახელებით
  • განცხადების რეგისტრაციის პერიოდით
  • მომსახურების სახეობით
  • უძრავი ნივთის მისამართით
  • უძრავი ნივთის მესაკუთრის/მოსარგებლის მითითებით

გახსოვდეთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონულად გაცემულ დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი, გააჩნია სრული იურიდიული ძალა და სწორედ ამ სახით უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ.

თუ ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, გადაწყვეტილება და ან სხვა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ აპოსტილით დასამოწმებლად, აღნიშნულ დოკუმენტებზე სამსახურებრივი ბეჭდის დასმა მოითხოვეთ შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ან "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში ან სერვის-ცენტრში.